Saturday, May 22, 2010

१ სკოლა

მე მომწონს ტრენინგები და მსურს ხშირად იყოს იგი ამით ჩვენი მუშაობა დაიხვეწება
ეკოლოგთა ბანაკი
საცდელი პროექტი:ეკოლოგთა ბანაკი
1 საცდელი პროექტის სახელწოდება: ეკოლოგთა ბანაკი
2 პრობლემა: ტყიბული მთა-გორიანი რაიონია იცის ხანგრძლივი და ცივი ზამთარი. ნაკლებად დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ტყის ჭრა და მასთან დაკავშირებული მცირე ბიზნესი, რამაც გამოიწვია მცენარეული საფარის მკვეთრი შემცირება.
უსისტემობის პერიოდში მივიწყებას მიეცა ისეთი დარგები, როგორიცაა „მეფუტკრეობა“ და „მეაბრეშუმეობა“. მათი აღდგენე მოითხოვს სათანადო ყურადღებას.
3 პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ბანაკს, რომელშიც გაერთიანდებიან მასწავლებლები და მშობლები ასევე სხვა სკოლების წარმომადგენლებიც გარემოს დაცვისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული დარგების „მეფუტკრეობისა“ და „მეაბრეშუმეობის“აღდგენის მიზნით.
4პროექტის სრული აღწერა: ბანაკის მიზანი იქნება გაფართოვდეს ცოდნა გარემოს დაცვის საკითხებში. შეიძლება რამოდენიმე მოსწავლე ლიდერებაც გაიზარდოს
პროექტი მიზნად ისახავს უძველესი დარგების სკოლაში შესწავლას და ამ მიზნის განხორციელებისათვის ფუტკრის რამოდენიმე ოჯახის შეძენას. თუთის ხეივანის გაშენებას და უახლოეს მომავალში მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებას.
ამ მიზნით გავმართავთ მოლაპარაკებას არასამთავრებო ორგანიზაციებთან
ბანაკი ორგანიზებას გაუკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებს:
დედამიწის დღის აღნიშვნა
უმცროსკლასელების მიზნობრივი გასეირნება ბუნებაში
5მონაწილეთა ასაკი 14-18 წელი
6ვადები და ხანგრზლიობა: 2010 წელი.
7პროექტის შესაძლო აქტივობები: ჩატარდება ტრენინგები ეკოლოგიური
ცნობიერებისა ეკოლოგიური განათლების მეთოდოლოგიის საკითხებში
შეიქმნება სექციები: მეფუთკრეთა, მეაბრეშუმეთა
საგნების სასწავლო დისციპლინებად შემოღება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პროფესიული განვითარების სწავლებას და მათში კერძო-მესაკუთრული ინტერესების გაღრმავებას.
შექმნიან ეკოლოგთა კუთხეს სადაც გამოაფენენ ნახატებს, ფოტოებს, წერილებს, რომელიც ბუნების დაცვის პროპაგანდაზე იქნება, გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევარი.
მოხდება შეფასება და მონიტორინგი.
8მოსალოდნელი შედეგები: შენარჩუნდება ველური ბუნების სახეობები.
საგანმანათლებლო შეხვედრები კიდევ უფრო დაახლოებს სკოლის კოლექტივებს ერთმანეთთან.
პროექტის განხორციელებით მომზადდება ღირსეული ცვლა, რომელიც უკეთ იქნება დაუფლებული მეფუტკრეობას და მეაბრეშუმეობას.
მოსწავლეები გააკეთებენ სასკოლო პრეზენტაციებს.
9. სარგებელი სხვებისათვის:ამ პროექტით მოსწავლეებს სურთ მოკრძალებული წვლილი შეიტანონ რაიონის ტყის საფარის შენარჩუნებაში და თემთან თანამშრომლობით პრობლემის ნაწილობრივი დაძლევაში მაინც.
10. საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, სახვითი ხელოვნება, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ავტორი: მანანა გოგსაძე.